ევროპაში 8 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76 წლისთავი აღინიშნება.
1945 წლის 8 მაისს, კარლჰოსტში, ევროპის დროით 23:01 სთ-ზე, ხელი მოეწერა ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას, რომლის შემდეგაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
შესაბამისად, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები ყოველწლიურად “ევროპაში გამარჯვების დღეს” აღნიშნავენ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.