“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რუსული კანონი პარლამენტში მეორე მოსმენით ჩააგდოს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მმართველი გუნდის წევრი ასევე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას უკვე გაუგზავნა წერილი, რომლითაც კანონპროექტები უკან გამოითხოვა.
საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ ამ კანონპროექტებზე მოხდეს განხილვა და დასკვნის გამოგზავნა. ერთი კანონპროექტი, რომელზეც შესაძლებელი იყო ეს პროცედურულად “ხალხის ძალის” მიერ უკვე გამოხმობილია და გაგზავნილია წერილი საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმდჯომარი სახელზე იმის შესახებ, რომ ის არის უკვე გამოწვეული. რაც შეეხება მეორე საკითხს, იმისათვის რომ ყოფილიყო ფორმალიზება თუნდაც, მიწერილია წერილი მათივე მხრიდან, რო უარს ამბობენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე. რაც შეეხება პირველი კანონპროექტის გამოწვევის გზებს, როგორც წესი, საქართველოს რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენით ჩავარდება. ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს, – თქვა მდინარაძემ.