მამუკა მანიას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა — ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 60 წლის მსჯავრდებულის საქმეზე დასკვნითი პროცესი დასრულდა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება მიიღო.
მამუკა მანიას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავებოდა. სასამართლო პროცესზე მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა, გაიხსენა მომხდარი და განაცხადა, რომ თავდაპირველად მას თავად გარდაცვლილი, 76 წლის ზაურ ნოზაძე დაესხა თავს.
შემთხვევა 3 აპრილს, სოფელ ცვანეში მოხდა. მამუკა მანიამ ზაურ ნოზაძეს ცივი იარაღით თავის არეში ხუთი ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის შემდეგ მანია მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება 4 აპრილს შეძლეს.
მამუკა მანიას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავენ.










