მეეზოვეები ცალკე დაჯგუფებაა თუ მანდილოსნებად არ აღგვიქვამთ? რა ვერ მოგრჩათ მცირედით რომ გაგეხარებიათ მათი დატვირთული სამუშაო დღე? – ქუთაისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ქალაქის მერიას მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“საქართველოს ყველა ორგანოსა თუ დაწესებულებაში აღინიშნა 3-8 მარტი, მცირედით დასაჩუქრდა მანდილოსნები. კითხვა მაქვს მერიის თანამშრომლებთან – მეეზოვეები ცალკე დაჯგუფებაა თუ მანდილოსნებად არ აღგვიქვამთ? რა ვერ მოგრჩათ მცირედით რომ გაგეხარებიათ მათი დატვირთული სამუშაო დღე? ყველაზე დაუფასებელი სფერო რატომ გახადეთ დასუფთავება?
სირცხვილია, უბრალოდ სირცხვილი! ერთი დღეც რომ არ გამოვიდეთ, ჩათვალეთ ნაგვით აივსება ქუჩები, დაინახეთ და დააფასეთ!!!! ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ…”, – წერს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი სოციალურ ქსელში.










