თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, “ლაგუნა ვერესთან” საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან კაცი ამოიყვანეს – ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, კაცი მტკვარში გადახტა, თუმცა, სამართალდამცველებმა წყლიდან მისი ამოყვანა შეძლეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.










