LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მარტივ ენაზე ახსნილი კოვიდ-პრობლემები

მარტივ ენაზე ახსნილი კოვიდ-პრობლემები

დაპოსტა 2021/09/22-ში
A A
94
ნახვა
გაზიარება

ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“კოვიდ-პრობლემები მარტივ ენაზე ახსნილი:

ბუსტერი მსურველთათვის.

ერთი დოზა ორის ნაცვლად კოვიდ-გადატანილთათვის.

პოპულაციური იმუნიტეტი= კოვიდ-გადატანილი+ვაქცინირებული

✅ ზედა სურათზე ხედავთ ნიმუშს, როცა უმრავლესობას იმუნიტეტი არ გააჩნია ანუ არც აცრილია და არც გადატანილი აქვს კოვიდ-ი (ნაცრისფერი ბურთები უფრო მეტია ვიდრე ცისფერი).

ამ შემთხვევაში ვირუსი დიდი სისწრაფით ვრცელდება და აავადებს დიდი რაოდენობით როგორც აუცრელებს ასევე, ბევრად ნაკლებად, მაგრამ მაინც, აცრილებსაც.

✅ ქვედა სურათზე პოპულაციური იმუნიტეტი გვაქვს, ანუ პირები, ვისაც იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს, ან აცრილია და ან გადატანილი აქვს კოვიდ-ი (ცისფერი ბურთები) ბევრად უფრო მეტია ვიდრე იმუნიტეტის არ მქონე პირები (ნაცრისფერი ბურთები). ამ შემთხვვევაში ვირუსი იმდენად სწრაფად ვეღარ ვრცელდება და თვით აუცრელებიც კი ბევრად უფრო იშვიათად ინფიცირდებიან და დაცულები არიან.SARS-CoV-2-ის შემთხვევაში ვაწყდებით რამდენიმე პრობლემას:

1. კოვიდ-ის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ხშირ შემთხვვევაში სწრაფად ქვეითდება და გადატანიდან 3 თვეში რეინფიცირების რისკი იზრდება

2. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი დროთა განმავლობაში იკლებს

3. ვირუსი მუტაციას სწრაფად განიცდის და ახალი შტამები ჩნდება

ისევე როგორც ყველა პრობლემის მოგვარებას სჭირდება სწორი სტრატეგია და არა ღაწვების ხოკვა!

1. კოვიდ-ის გადატანის შემდეგ, ვინაიდან რეინფექციის რისკი 3 თვეში იზრდება და არ არსებობს პარამეტრი, რომელიც ასეთ ადამმიანებს წინასწარ გამოავლენს, საჭიროა ამ დროში ვაქცინაციის ჩატარება.

ამერიკის და ევროპის რჩევები ამასთან დაკავშირებით განსხვავდება. გადატანიდან 4 კვირაში შესაძლებელია, 3 თვეში კი აუცილებელია ვაქცინააცია).

2. ვინაიდან დგინდება, რომ ვაქცინაციის შემდეგ სამწუხაროდ რამდენიმე თვეში იმუნიტეტი სუსტდება, აუცილებელია ბუსტერი (მესამე დოზა).

3. რაც მალე გატარდება საყოველთაო ვაქცინაცია მით უფრო ნაკლები მუტაცია განვითარდება. ამასთანაავე შეიქმნება ახალი თაობის ვაქცინები, რომელთაც ახალ შტამებზე უკეთესი გავლენა ექნებათ.

რაც შეეხება პროგნოზს მომავალი ზამთრისთვის და მოსალოდნელი მე-5 ტალღისთვის, ძალიან სერიოზულია (ეს ნიშნავს ცუდია) ყველა იმ ქვეყნისთვის, ვისაც მოსახლეობის მინიმუმ 60%ზე ნაკლები ეყოლება აცრილი და საქართველო სამწუხაროდ მათ რიგებშია.

✅ ვაქცინაციის პროცესი ისე მიიზლაზნება, სავარაუდოდ უკვე ოქტომბერში ვადაგასული ვაქცინები გვექნება.

რა ღონისძიებები იგეგმება ამის შესაცვლელად, რა გეგმები არსესბობს გარდა იმისა, რომ ვაქცინაციის სარეკლამო ბანერებს სისხლიან, ამაზრზენ პლაკატებს ვაკრავთ?

ვაქცინების გაფუჭებას, ხომ არ აჯობებდა, ბუსტერი დაგვეშვა ყველა მსურველისთვის, ვინც 6 თვის წინ აიცრა, განურჩევლად ასაკისა და რისკჯგუფისა? ბევრია ვაქცინირებულთა შორის, ვინც მარტი-აპრილში აიცრა.

✅ ანტივაქსერულ ძალებს ცალკეული ინდივიდები ნამდვილად ვერ შეეწინააღმდგებიან და სტრუქტურირებული ვაქსერული კამპანია ფაქტია დღემდე ვერ განხორციელდა.

ისიც ფაქტია, რომ პოპულაციურ იმუნიტეტს (და ვინც ფიქრობს კოვიდ-ის შემთხვევაში აღარ ამართლებს, სჭირო არ არისო, ცივად გვერდი აუაროს ამ პოსტს) ვეღარ მივაღწევთ წელს, ამიტომ იქნებ მივხედოთ იმ ხალხს, ვისაც ამის სურვილი აქვს.

უკვე არსებობს სანდო კვლევები, მესამე დოზა მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე ფორმების კოვიდ-ისა და სიკვდილიანობის რისკს.

✅ ასევე არ იქნნებოდა ურიგო, გადატანილებზე ორი დოზის „გახარჯვას“ ეს დოზა ბუსტერად გამოგვეყენებინა, როგორც ეს ევროპაში კეთდება. ამერიკას ევროპაზე მეტი ვაქცინა აქვს და საქართველოშიც ასეა საქმე? წარმატებები და ჯანმრთელობა!!”, – წერს თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში.

გაზიარება38

დაკავშირებული -პოსტები

“უკეთესია, გეოგრაფიულად შორს მყოფ ქვეყნებთან უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს”- შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 180-მდე ქვეყნის პარლამენტს აერთიანებს და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპარლამენტო საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელსაც საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის აქტიურად წარმოებისთვის იყენებს. პაპუაშვილი საპარლამენტო...

დაწვრილებითDetails

ნახეთ,როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
ამინდი

საქართველოში მომდევნო დღეებში ამინდი ცვალებადი იქნება. კვირის დასაწყისში ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, შემდეგ კი რამდენიმე დღე შედარებით გამოიდარებს. კვირის ბოლოს ტემპერატურა კვლავ ზომიერად მაღალი იქნება. 6 ოქტომბერი - ქვეყნის მასშტაბით...

დაწვრილებითDetails

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
მთავარი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია. შეჯიბრების ფინალში 27 წლის ლიპარტელიანის მეტოქე...

დაწვრილებითDetails

ცნობილია როდის დასრულდება სკოლებში პირველი სემესტრი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი სემესტრი 29 დეკემბერს დასრულდება. ზამთრის არდადეგები კი 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები დაისვენებენ: 14 ოქტომბერს- სვეტიცხოვლობა... 23 ნოემბერს - გიორგობას.

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სესხებთან დაკავშირებით

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება
მთავარი

2027 წლის პირველი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები მკაცრდება. საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიურ გადასახადის ზღვრის დაწესებას გულისხმობს. მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი...

დაწვრილებითDetails

მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის შესახებ: რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით გარდაიცვალა შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას...

დაწვრილებითDetails

ბანოჯაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

მიწიდან ამოღებული ნივთმტკიცებები 12 კილოგრამამდე "მეტადონია", საღეჭი რეზინის ქაღალდებით მონიშნულ შეფუთვებში კი "ჰაშიშია". ნარკოტიკული საშუალება 28 კილოგრამამდე იწონიდა. 12 კილოგრამამდე "მეტადონი" და 28 კილოგრამამდე "ჰაშიში" ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ...

დაწვრილებითDetails

მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობის პირობით გაუფორმდებათ – “ინტერპრესნიუსი“

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობის პირობით გაუფორმდებათ  – “ინტერპრესნიუსი“
მთავარი

პროკურატურასა და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს შორის საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია, თუმცა „ინტერპრესნიუსისთვის“ გარკვეული დეტალების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია ორივე...

დაწვრილებითDetails

ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს – საქართველოში სახალხო დამცველი უკვე აღარ გვყავს! – ავთანდილ დავითაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს – საქართველოში სახალხო დამცველი უკვე აღარ გვყავს! – ავთანდილ დავითაძე
მთავარი

ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს, - ასე გამოეხმაურა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის პოზიციას, რომ „კადრებში რაც...

დაწვრილებითDetails

ჯანმოსთვის ეს საგანგაშო ფაქტია, არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როცა ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა – ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"