სისხლიანი დაპირისპირება მარნეულში – 40 წლის ელშად ამირასლანოვმა მეგობარს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. გარჩევას წინ, სავარაუდოდ, სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.
36 წლის რაფიგ მამედოვი საავადმყოფოში თავად მივიდა. ექიმის თქმით, დაჭრილი 36 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა და მართვის სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კლინიკაში დამძიმდა ვინაიდან მან დიდი რაოდენობით სისხლი
დაკარგა.“შემოვიდა 21:00 საათზე თვითდინებით, აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა კისრის მიდამოში. ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. ღრმა ჭრილობაა და ბევრი სისხლი აქვს დაკარგული”,- ამბობს რეანიმატოლოგი სულხან სარალიძე.