„სინამდვილეში, ზუსტად ამ არასამთავრობოების ჯგუფის გამჭვირვალობაზეა საუბარი კანონში, რომლის უკანაც დგანან დონორებს. ამ დონორებს იმდენად უნდათ, დამალონ და ფარულად ხარჯონ თავისი ფული, რომ ამ „ენჯეოებს“ ალაპარაკებენ და აძახებინებენ ქართველი ხალხის მიმართ რუსებს. ამ წერტილამდე მივიდა ზუსტად ეს უცხოური დაფინანსების მდგომარეობა, რომ ქართველ ხალხს ესხმიან დონორები „ენჯეოების“ პირით, რაც არის სირცხვილი საერთო ჯამში და ეს არის ზუსტად ქართველ ხალხზე თავდასხმა. რაც შეეხება განცხადებას, რომ არ ითანამშრომლებენ ხელისუფლებასთან, კიდევ ერთხელ, ქართველ ხალხს ეძახიან რუსებს, ამ ქართველი ხალხის ხელისუფლებას ეძახიან რუსებს. მაშინ, რა ქვეყანაში არიან საერთოდ, ვის წარმოადგენენ? ეს არის პრობლემა, რომ მათ ხალხი ხალხად არ მიაჩნია, ამ ხალხის ხელისუფლება, ხელისუფლებად არ მიაჩნიათ. ისინი ემსახურებიან საკუთარი დონორების ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს და ვხედავთ ჩვენ, უკვე თავს ესხმიან ქართველ ხალხს სამარცხვინოდ, რუსებს ეძახიან ქართველ ხალხს. ასევე, ამ ენჯეოებმა ამ განცხადებით, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარეს საკუთარი თავის მიმართ ნდობას, რადგან საბოლოო ჯამში გაფორმდნენ, როგორც უცხო ძალის ინტერესების წარმომადგენლები იმ მხრივ, რომ არ აინტერესებთ საერთოდ, ქართველ ხალხს არც კი უყურებენ. ერთადერთი ინტერესი, რასაც ისინი ახორციელებენ არის მათი დონორების ინტერესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...










