ჩერნობილის კატასტროფიდან 38 წელი გავიდა .1986 წლის 26 აპრილს, მეოცე საუკუნის ყველაზე მასშტაბური კატასტროფა მოხდა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
აფეთქებამ ქალაქიდან დაახლოებით 17 კილომეტრით მდებარე ჩერნობილის ბირთვული სადგურის “რეაქტორი ნომერი ოთხი” გაანადგურა. საბჭოთა ხელისუფლებამ მომხდარის შესახებ დამალა, არ განახორციელა მოქალაქეების ევაკუაცია, რის შედეგადაც გარდაიცვალა ან დაავადდა ათასობით ადამიანი. რადიოაქტიური ნივთიერება არა მხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელარუსში, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ის ნაწილშიც გავრცელდა.