
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
“წითელი ეშმაკები” გუშინ “უოტფორდთან” ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ. ეს ინგლისის პრემიერლიგის ბოლო შვიდ შეხვედრაში მათი მეხუთე მარცხია. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „მანიუს“ ახალი მთავარი მწვრთნელი. ოლე-გუნარ სოლსკიაერმა „მანჩესტერ იუნაიტედი” 2018 წელს ჩაიბარა და გუნდთან ერთად ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ მოახერხა.










