პირი, რომელმაც მარნეულში, მამა და ბაბუა დაჭრა, დაკავებულია. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა დაჭრა.
„მამაა მძიმედ თავის არეში აქვს ჭრილობა, ბაბუას რაც შეეხება ფილტვშია დაჭრილი და საოპერაციოა. ორივე მძიმეა, მაგრამ მამა განსაკუთრებით, მამა კრიტიკულია…“, – ამბობს ჯეო ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.










