დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში ფოტოხელოვან გურამ გერსამიას პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
გამოფენას საფუძვლად გურამ გერსამიას მიერ დატოვებული 50 წლიანი არქივი უდევს, რისი მნიშვნელოვანი ნაწილიც მის საყვარელ მხარეს – იმერეთსა და იმერეთში მომხდარ მოვლენებს ეთმობა.
გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება .