
ლეგენდარულ კალათბურთელის, მაიკლ ჯორდანის სპორტული ფეხსაცმელი Sotheby’s-ის აუქციონზე 1 472 000 დოლარად გაიყიდა. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც სპორტის ნებისმიერი წარმომადგენლის ფეხსაცმელში გადაუხდიათ. ბოტასი ავტოგრაფით ცნობილმა კოლექციონერმა, ნიკ ფიორელამ შეიძინა. მისი საწყისი ფასი ერთიდან ერთნახევარ მილიონ დოლარამდე მერყეობდა.










