“თბილისში ვერაფერი იმედგასაცრუებელი მე ვერაფერი დავინახე. ცოტა ხალხი ერქვა მრავალათასიან მიტინგს და გითხრათ სიმართლე მაგდენი ხალხი მე სხვა მიტინგზე არ მინახავს, შეფარდებითია რა თქმა უნდა ყველაფერი, არის ერთმანეთთან შედარება და არის მოლოდინთან შეფარდება. შეიძლება ვინმეს გაცილებით მეტი მოლოდინი ჰქონდა, ჩვენს მხარდამჭერებს მათ შორის, მაგრამ სიმართლე გითხრათ მე ამაზე მეტს არ ველოდი ნამდვილად, პირიქით მადლობელი ვარ მათი აქტივობის, აბსოლუტურად ადეკვატურად იყო აღქმული ჩვენი იქ ყოფნა. ჩვენ გაცილებით მეტი მხარდაჭარება ვიგრძენით იქ ყოფნით, ალბათ ცოტა ხანს რომ დავრჩენილიყავით გაცილებით მასშტაბური გახდებოდა ეს სიტუაცია და სიმართლე გითხრათ მოვერიდეთ ამის მასშტაბურობას. სიმართლე გითხრათ ჩვენი მიზანი არ არის იქ ხალხის აკრეფა მთელი თბილსის მასშტაბით, რომ მერე რაღაც დიდ მოძრაობას მივამსგავსოთ ეს პროცესი, არც ხელოვნურად არ შეგვიგროვებია მხარდამჭერები არასოდეს, არც დაგვიფინანსებია ვინმე რომ ჩვენთან მოსულიყო და არც არაფერი ასეთი არ გაგვიკეთებია და არც გავაკეთებთ. ის რომ ახლა ადამიანები ასე გულწრფელად და ამ რაოდენობით და სტაბილურად უჭერდნენ ვინმეს მხარს, მე არ შემიმჩნევია პოლიტიკურ სივრცეში. – განაცხადა მარიტა მუსელიანმა რიონის ხეობის მცველების მიერ თბილისში გამართულ აქციებთან დაკავშირებით.
ვალუტის განახლებული კურსი
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო....










