,,მადლობა უფალს,ჩემმა შვილმა გაამხილა….მაგრამ,სხვა ??? სხვას რა მდგომარეობა დაუდგებოდა? ყველას ერთი ფსიქოლოგია ხომ არ აქვს?????
ამიტომ, არ გავჩერდები,სანამ ყველა ბავშვი!!!!!ვისაც ოდნავ მაინც მიუძღვის წვლილი,ჩემი შვილის მიმართ, დაისჯება უმკაცრესად და ყველა გამოქვეყნდება,რადგან იყოს მაგალითი ყველასთვის და იცოდნენ რომ თუ სკოლას არა აქვს უფლება არაფრის,მე,დედას,მაქვს ყველანაირი უფლება ვიმოქმედო ისე, როგორც საჭიროა!!!!!!!!!!” – წერს არასრულწლოვანის დედა ,,მეგა ტვ”-ს გვერდზე.
,,გელათის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელი გოგონას მიმართ თანასკოლელებისაგან თვეებია ბულინგი არ წყდება. სკოლა დუმს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან ჭელიძე დაწერა და ფოტო გაავრცელა.
როგორც წერილიდან ირკვევა გოგონას თანაკლასელები თვითმკვლელობისკენ უბიძგებდნენ.
ლევან ჭელიძემ ვიდეო ჩართვაში განაცხადა რომ არასრულწლოვანი გოგონა დედას გამოუტყდა, ის მართლა აპირებდა ამის გაკეთებას. მისივე თქმით კლასის დამრიგებელი და სკოლის დირექტორი ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყვნენ, თუმცა მათ არაფერი მოიმოქმედებს.
როგორც ლევან ჭელიძემ მოგვიანებ ფეისბუკ გვერდზე დაწერა შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.









