პენიტენციურ დაწესებულებაში მაგდა პაპიძის ქორწინების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ტვ პირველის ცნობით, ფაქტის გადამოწმების შედეგად მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.
გუშინ ერთ-ერთმა მედია კომპანიამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუდამო პატიმრობა მისჯილი პაპიძე ციხეში დაქორწინდა.
მაგდა პაპიძე მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.