LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, რისთვისაც მისი ყოფილი ცოლი გამოიყენეს “- ადვოკატი

” ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს, რისთვისაც მისი ყოფილი ცოლი გამოიყენეს “- ადვოკატი

დაპოსტა 2025/07/29-ში
A A
170
ნახვა
გაზიარება

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას, მისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კურტანიძის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა განაცხადა, ბრალდებულს დიდი პროვოკაცია მოუწყვეს და მას არავისზე უძალადია.

„ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ ეს დიდი პროვოკაციის შედეგია, რომელიც მის მიმართ განხორციელდა. კურტანიძე ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანას ცდილობენ საზოგადოებაში. ამას საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში, ამა თუ იმ ფორმით აწყდებოდა, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებების მიმართ თავდასხმებს სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ერთ-ერთი მსხვერპლი, მისი ყოფილი მეუღლე გამოიყენეს, რომელთანაც ცნობილი იყო, რომ კურტანიძეს პრობლემები, დავა ჰქონდა. ეს ეფექტურად გამოიყენეს და პატარა წარმატებას ამ კუთხით მიაღწიეს, ახლა კურტანიძე საპატიმროში იმყოფება და ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი.

მინდა მისი ყველა გულშემატკივარი, ყველა ის ადამიანი დავამშვიდო, ვინც თვლის, რომ ლუკა კურტანიძე არათუ ქალებზე მოძალადეა, არამედ მთელი ცხოვრება ადამიანების სიყვარულში და სამართლიანობისთვის ბრძოლაში გაატარა, ის ყველა შედეგი და წარმატება, რაც ქვეყანას საერთაშორისო არენაზე მოუტანა, სწორედ ამ სიყვარულისა და ამ ადამიანობის შედეგი იყო, რაც მას საკუთარ ქვეყანასთან და ადამიანებთან აკავშირებს. ის ამ მძიმე პროვოკაციების მსხვერპლი აღმოჩნდა ამ ძალების მხრიდან. ლუკა განიცდის იმას, რომ მისი ყოფილი მეუღლე, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში გადაჰყვა, გამოყენებული იქნა. ის საკუთრებაც, რომელზეც დავაა, ლუკას მხრიდან ჩუქების ხელშეკრულებით იყო ნახევარი ამ ქალბატონისთვის გადაცემული, არამხოლოდ ეს ქონება, წყნეთში, რა ქონებაც გააჩნია – სახლი, ბორჯომში სახლი – გადაჰყვა თან, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამ ქალბატონს სხვა განზრახვები და სხვა რამ ამოძრავებდა, დისტანცირდა, მოსთხოვა, რაც მოტყუებით გადაიფორმა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა დავა მიმდინარეობდა. მისმა მტრებმა ეს ძალიან ეფექტურად გამოიყენეს, გაიგეს ლუკას ეს სუსტი წერტილი და ყველანაირად მომზადებული მივიდნენ, პროვოკაცია მოუწყვეს“, – განაცხადა მეფარიშვილმა.

კითხვაზე, თუ ვინ მოაწყო პროვოკაცია, ადვოკატი პასუხობს, რომ „ეს ქალბატონი პროვოკატორად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა“.

„და კურტანიძის მტრებმა და იმ ხალხმა, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში საჯარო პირებს თავს საჯაროდ ესხმიან. მათ ეს რაღაც ფორმით აირიდეს. ლუკამ ემოციურად მოუწოდა ყოფილ მეუღლეს, როცა შეურაცხყოფის მიყენება, გადაღება დაუწყო, იმ სახლში, რომელიც თავის ოფლით და შრომით მოიპოვა. აფხაზეთიდან ლუკა მაისურისა და შარვლის ამარა წამოვიდა, თავისი შრომითა და ოფლით შეძენილი ქონება გადაუფორმა ამ ქალბატონს… საბოლოოდ ეს ყველაფერი იმ პროვოკაციით დაგვირგვინდა, რაც იმ დღეს მოხდა. როცა ლუკა საკუთარ სახლში მივიდა, პოლიცია იყო გამოძახებული, ეს ქალბატონი იღებდა, ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდა, მოუწოდა ეს ტერიტორია დაეტოვებინა“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, იძალადა თუ არა კურტანიძემ მის ყოფილ მეუღლეზე, მეფარიშვილმა უარყოფითი პასუხი გასხა.

„კურტანიძე ფიზიკურ ძალადობას გამორიცხავს, რაც შეეხება დანარჩენს – სისხლის სამართლის საქმის მასალებს ვეცნობით“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, თუ სად მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები და ტვინის შერყევა, მეფარიშვილი პასუხობს, რომ ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.

„დაზარალებული ამბობს, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის, ცნობილი არ არის დაზიანება რა გარემოებებში, რა ვითარებაში მიიღო“, – განაცხადა ადვოკატმა.

დღესვე, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ლუკა კურტანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა კურტანიძისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, როგორც ადვოკატი აცხადებს, ის კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, სასამართლოს კი, ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს, ლუკა კურტანიძეს პროკურატურამ ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარუდგინა, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღე გელით. შესაძლოა, მიიღოთ შეთავაზება, რომელიც სამომავლოდ საინტერესო შესაძლებლობად იქცევა. სიყვარულში მოერიდეთ იმპულსურ რეაქციებს.   კურო   ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხში სასიამოვნო სიახლე ან მცირე წარმატება შეიძლება გქონდეთ....

დაწვრილებითDetails

17 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 17, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"