ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში დაკრძალეს.
დღეს ლიზა ქისტაურის ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისში.
ჰვაშლოვანის ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები ყვავილებითა და სანთლებით გამოემშვიდობნენ ბელგიაში დაღუპულ ტრანსგენდერ ქალს. ლიზა ქისტაური დედის გადაწყვეტილებით ბელგიაში დაკრძალეს, სადაც ის ბოლო წლების განმავლობაში ცხოვრობდა.










