LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლევან დავითაშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე –  საქართველომ უფრო დაჩქარებული რეჟიმში მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ ერთიან ბაზარზე

ლევან დავითაშვილი პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე – საქართველომ უფრო დაჩქარებული რეჟიმში მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ ერთიან ბაზარზე

დაპოსტა 2024/02/19-ში
A A
23
ნახვა
გაზიარება

ჩვენი ევროპასთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ზუსტად სავაჭრო-ეკონომიკური საკითხებია. ამ კუთხით, საქართველომ ფაქტიურად დაკავშირებადობის ქოლგის ქვეშ მოახდინა ძირითადი პრიორიტეტული პროექტების თავმოყრა. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ფოკუსი იქნება ამ საკითხებზე, –  ამის შესახებ პირველმა  ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით გაემგზავრა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ასევე   საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება კანდიდატობის მიღების შემდეგ საქართველომ უფრო დაჩქარებული რეჟიმში მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ ერთიან ბაზარზე.
„შესაბამისად, იცით, რომ უკვე მომზადებულია დეტალური სამოქმედო გეგმა, DCFTA-ს ვალდებულებების მიღმა, რომელიც ამ პროცესს ხელს შეუწყობდა. ჩვენ ეს გეგმა უკვე წარვუდგინეთ ევროკავშირს და გვექნება ამ გეგმაზე საუბარი. ველოდებით, რომ მათი მხრიდან იქნება დადასტურება და ეს იქნება ფაქტიურად თანამშრომლობის განახლებული დღის წესრიგი ეკონომიკური მიმართულებით, ეკონომიკურ საკითხებში.
რაც შეეხება დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს, ეს იქნება პირდაპირი საბორნე კავშირების კიდევ უფრო ხელშეწყობა, რომელზეც იცით, რომ ჩვენ წლებია ვმუშაობდით, ჩატარდა დეტალური კვლევა, რომ საჭიროა გარკვეული მხარდაჭერის სქემების ამოქმედება. თუმცა, ჩვენ დღესაც გვაქვს ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, მაგრამ ამაზე ვისაუბრებთ“, –  აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საუბარი ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტზე.
„განახლებული ინფორმაცია იქნება გაზიარებული ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის შავი ზღვისქვეშა მაღალი ძაბვის ელექტროკაბელისა და ამ პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ გადავდივართ იმპლემენტაციის ეტაპზე და ძალიან ბევრი ინფორმაცია უკვე შეგროვებულია და გამოიკვეთა. პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა ფაქტიურად დადასტურებულია. ახლა ჩვენ ვისაუბრეთ განხორციელების  ტექნიკურ დეტალებზე, მათ შორის, ფინანსების მოზიდვის და ა.შ.
ასევე, ვისაუბრებთ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელზე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ რუმინელ კოლეგებთან ერთად იმისთვის, რომ საქართველო  და რუმინეთი დაუკავშირდეს და ეს იყოს ალტერნატიული საიმედო არხი იმისთვის, რომ საქართველოში ციფრული ჰაბის ჩამოყალიბების პროცესი დაჩქარდეს და ამაზე საზოგადოებას ხშირად ვესაუბრებით ხოლმე.
და  ბოლოს, რომელიც ალბათ ყველა ადამიანს შეეხება, ეს არის ერთიან როუმინგულ კავშირში საქართველოს ჩართვა, აქაც ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და გვექნება საუბარი უკვე ევროპელ კოლეგებთან“, –  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გაზიარება9

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"