საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ მეკარეს, თათია გაბუნიას იტალიურ გუნდში სათამაშოდ იწვევენ. ინფორმაციას „საქართველოს პირველი არხი“ ავრცელებს.
„შევიტყვეთ, რომ თათია გაბუნიას ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ იტალიურ საფეხბურთო ლიგაში, ქალთა ფეხბურთში არსებული პირობების გათვალისწინებით, საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობენ.
ახლა ყველაფერი დამოკიდებულია „ლანჩხუთზე“, რომელმაც ეს ნიჭიერი მეკარე აღზარდა. ამას გარდა, გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და მეკარეს გაშვებას არ ჩქარობს. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარემ კი იტალიური კლუბისგან ოფიციალური მოწვევა მიიღო“, – წერია ინფორმაციაში.