ქვეყანასა და მსოლფიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც კორონავირუსის გავრცელებამ გამოიწვია ლადო მესხიშვილის თეატრი თეატრალურ რეპორტაჟებს იწყებს – ამის შესახებ ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ ტეატრის საერთაოშირო დღის მილოცვის დროს განაცხადა;
“არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილი ჯდომას და ყოფნას, გადავწვიტეთ თეატრალური რეპორატაჟების სახლით დავიწყოთ ჩვენს საყვარელ მაყურებელთან ურთიერთობა. ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, ზუსტად იგივე რეჟიმით, რა რეჟიმითაც მუშაობდა თეატრი ქალაქისთვის, ჩვენ, ჩვენს ვებ გვერდზე, ფეისბუკ გვერდზე განვათავსებთ თეატრალურ ჩანახატს, ვიდეო მასალას, სადაც ჩვენი მსახიობები თქვენთვის დაუკრავენ, იმღერებენ, წაიკითხავენ ლექსებს, ზღაპრებს პატარებისთვის, გაკეთდება ექსკურსი თეატრისა და ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან და ჩვენ ყველანაირად ვეცდები ეს სიუჟეტები იყო შემოქმედებითაც მრავალხრივი და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ მისი უდიდებულესობა მაყურებული ისევ არ შემოაღებს თეატრის კარებს და და თეატრი არ დაბრუნდება იმ ჯადოსნურ სამყაროში და იმ ჯადოსნურ მაგიაში, რასაც მაყურებელთან ცოცხალი კონტაქტი ქვია” – განაცხადა კოტე აბაშიძემ.
https://www.facebook.com/100011360485933/videos/1291304547924882/
27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.