დღეს კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2024“ იმართება. ღონისძიებაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი იღებს მონაწილეობას.
ბახმაროში იმყოფებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მოგვიანებით გაიმართება კონცერტი ჩოხატაურელი მომღერლების მონაწილეობით. დღის ბოლოს მოეწყობა ფოიერვერკი. ბახმაროს სტუმრებს ელექტრონული მუსიკის მოსმენა გვიან ღამემდე შეეძლებათ.
დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა. მას შემდეგ სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.










