
ოლე გუნარ სოლსკიაერის დღეები “წითელ ეშმაკუნებში” დათვლილია. კრიშტიანუ რონალდუმ კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ სოლსკიაერის გაშვების შემთხვევაში, გუნდში ზინედინ ზიდანის დანიშვნას ემხრობა. „ემიუს” ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ცდილობს ზიდანი „მანჩესტერში” დანიშვნაზე დაიყოლიოს. აქამდე იწერებოდა, რომ მას ინგლისში და კერძოდ „ოლდ ტრაფორდზე” მუშაობა არ სურს.










