23 ოქტომბერს, კლინიკა „მედცენტრიდან“ ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი გაწერეს. 37 წლის კაცმა კლინიკაში 15 დღე გაატარა. იგი ჯერ რეანიმაციაში იმყოფებოდა, შემდეგ კი – პალატაში.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის.
ფოტო “ბათუმელები”