ინფექციური საავადმტოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განხცადებით, ზოგადად ითვლება, რომ კორონავირუსი იმუნიტეტს ყველა პაციენტში არ ტოვებს და ამის 100%-იანი გარანტია არ არსებობს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „დღის შოუში“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ცერცვაძე ამბობს, იმუნიტეტის დატოვება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სირთულით გადაიტანს ადამიანი ვირუსს. ამასთან, ცერცვაძე ყველა ვირუსგადატანილს მაინც ურჩევს პირბადის ტარებას, რადგან, შესაძლოა ისინი ვირუსის მექანიკური გადამტანები იყვნენ.