კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახური, ქუთაისის საფიჩხიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის კეთილმოწესე, დეკანოზი პეტრე ახვლედიანი.
მამა პეტრე მრავალი წლის მანძილზე გახლდათ გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერი მოძღვარი და ამავე სასწავლებლის ერთ-ერთი პედაგოგი.
უფალმა აცხოვნოს ახალშესვენებულ დეკანოზ პეტრეს უკვდავი სული.
? ფოტოზე: აწ განსვენებულნი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და დეკანოზი პეტრე ახვლედიანი
ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს










