კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები – მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები – როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
19 წლის სტუდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში 12 დღე მკურნალობდა, გარდაიცვალა. ლამია ალახვერდიევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრია. უბედური შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლში სოფელ თულარში მოხდა. არსებული...










