საკრებულო რეგულაციების დაცვით, რეკომენდაციების გათვალისწინებით აგრძელებს ფუნქციონირებას – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულო ავრცელებს. დღეს ცნობილი გახდა რომ საკრებულოს წევრს მერაბ კვიცარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ბატონი მერაბს ვირუსი დაუდასტურდა გუშინ მას შემდეგ რაც ტემპერატურა ქონდა. როგორც ექიმი ყოველ მესამე დღეს იკეთებდა ტესტს და წინ ტესტზე თავისთვად არ ქონდა ვირუსი. ამ დროისათვის ის გადაყვანილია კოვიდ სასტუმროში და გადის მკურნალობის კურს, კონტაქტი არ ქონია არავისთან, როგორც თავად ამბობს. რაიმე განსაკუთრებული რთული სიმპტომებიც არ აღენიშნრბა ამ ეტაპე.” – ნათქვამია ქუთაისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










