დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე, რომლებიც დღეს საღამოს მარტვილის დედათა მონასტერში არ შეუშვეს, პოლიციამ ლეხაინდრაო ბარბარესკარის დედათა მონასტერში გადაიყვანა. სამართალდამცველები მონასტრის ტერიტორიაზე დედა სოსანამ გამოიძახა. მან მონასტერში მყოფ დედებს, მათი თანდასწრებით, შიგნით შეშვება კიდევ ერთხელ სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. დედა სოსანას პირადი ნივთების გამოტანა და ტანსაცმლის გამოცვლა სურდა, რადგან მთელი საღამო წვიმაში დგომა უწევდა.
მონაზონი ხვალ, დღის განმავლობაში, მარტვილის დედათა მონასტერში მისვლას კიდევ ერთხელ აპრებს. მანამდე კი, ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის ეპარქიიდან გარიცხა.
ცოტა ხნის წინ კი, დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე მარტვილის დედათა მონასტერში არ შეუშვეს. მათ კარი ცაგერიდან და ლენტეხიდან ჩამოყვანილმა დედებმა არ გაუღეს და განუმარტეს, რომ მონასტერში მეუფე სტეფანეს კურთხევით არ უშვებდნენ. დედა სოსანა და დედა ნინო კომენდანტის საათის დროს, მარტვილის დედათა მონასტრის კარებთან, თავსხმა წვიმაში რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ.
ამავე თემაზე:
- მეუფე სტეფანემ დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა
- სანამ სინოდზე პატრიარქის საკითხს არ განიხილავენ, მას ლოცვებში არ მოვიხსენიებ – დედა სოსანა
- შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი, შენ თავს მიხედე – მეუფე სტეფანე დედა სოსანას
ინფორმაციას https://mtavari.tv/ ავრცელებს










