
იტალიაში კოვიდ პასპორტი ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა. ამიერიდან ყველა დასაქმებულს მოუწევს, რომ აცრის ან პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობა აეკრძალება. ასეთი გადაწყვეტილებით იტალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინაცია ფაქტობრივად სავალდებულო გახადა.









