LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სად არ გავრცელებულა კორონავირუსი

კოვიდის კონტროლი სახლის პირობებში

დაპოსტა 2021/11/25-ში
A A
2.4k
ნახვა
გაზიარება

ბევრი ადამიანი კოვიდპანდემიას სახლის პირობებში ებრძვის. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსის ინფექციის მსუბუქ შემთხვევად ითვლება ზემო სასუნთქი გზების გაურთულებელი რესპირაციული ვირუსული ინფექცია. მსუბუქი დაავადების დროს პაციენტებს შესაძლოა, აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური სიმპტომები, როგორებიცაა – ცხელება, მოთენთილობა, ხველა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილი, ქოშინი, ცხვირის გაჭედვა ან თავის ტკივილი, ყნოსვისა და გემოს დაქვეითება. იშვიათად, სიმპტომები შესაძლოა, გამოვლინდეს – დიარეით, გულისრევით ან პირღებინებით.

ალექსანდრე გოგინავა, ექიმი ინფექციონისტი:

„თუ ინფიცირებული პირი ექიმს ვერ დაუკავშირდა, უნდა იკონტროლოს ტემპერატურა, რადგან დაავადების მძიმე მიმდინარეობისას ავადმყოფების 99 პროცენტს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. ამიტომ თუ პაციენტი სახლშია და აქვს მაღალი ტემპერატურა, როგორმე ტემპერატურის კორექცია უნდა მოახდინოს, უნდა მიიღოს სიცხის დამწევი საშუალებები. მაღალი სიცხის დროს, ანტიბიოტიკისგან განსხვავებით, შესაძლებელია, ექიმთან შეუთანხმებლად დალიოს პარაცეტამოლი ან იბუპროფენი და დაირეგულიროს ტემპერატურა. უნდა იყოს ფიზიკურად აქტიური, არ ვგულისხმობ დიდ დატვირთვებს, მაგრამ არ უნდა იწვეს მუდმივად, პირიქით, უნდა იმოძრაოს, გამოაღოს ფანჯარა, ხშირად გაანიავოს ოთახი, რომ სუფთა ჰაერმა იტრიალოს. მუცელზე დაწვეს, ზურგზე – ნაკლებად. მიიღოს სითხეები ადეკვატურად. თუ ოფლიანობა აქვს, ორგანიზამის სითხით შევსება აუცილებელია. ძირითადად, დალიოს ოთახის ტემპერატურის წყალი. თუ წყალს ვერ სვამს, შეიძლება მიიღოს ჩაი და მინერალური წყალი, მაგრამ მაინც უნდა ეცადოს, რომ ჩვეულებრივი წყალი სვას. ასევე, მნიშვნელოვანია განწყობა, რადგან, ზოგადად, სტრესი, შიში, პანიკა ხელს უწყობს დაავადების პროგრესირებას. ასევე, უნდა ეცადოს, მეტ-ნაკლებად მშვიდი გარემო შეიქმნას და სიმშვიდე შეინარჩუნოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავადმყოფმა ყურადღება მიაქციოს სუნთქვას – ხშირად უნდა აკეთოს ღრმად ჩასუნთქვები და ამოსუნთქვები.

ანტიბიოტიკებს – კატეგორიული „არა“!

ალექსანდრე გოგინავა, ექიმი-ინფექციონისტი:

– სამწუხარო რეალობაა, კოვიდინფექციის ბინაზე მართვის დროს ხშირად ჩვენი მოქალაქეები თვითნებურად იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს, ანტიბიოტიკებს, რაც დამყარებულია მეზობლის რჩევაზე – „ასე დამინიშნა მე ექიმმა და მოდი, შენც დალიე“. თვითნებურად იღებენ სისხლის გამათხელებლებს, რაც ყოვლად დაუშვებელია. კატეგორიული არა – ანტიბიოტიკებს! ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: პირველი, კორონავირუსი ვირუსული ინფექციაა და განსაკუთრებით პირველი ერთი კვირა არანაირი სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. ვირუსს ანტიბიოტიკი არ სჭირდება. ანტიბიოტიკი უნდა მიიღონ მხოლოდ მათ, ვისაც აქვს გართულება, რომელიც, ძირითადად, თავს იჩენს დაავადების მეორე კვირაში, ყოველთვის – არა; მეორე – ანტიბიოტიკის ტყუილად გამოიყენება გამოიწვევს ბევრ ცუდ ცვლილებას ორგანიზმში და დააზიანებს სხვადასხვა ორგანოს; მესამე – ანტიბიოტიკის არასწორად დალევამ პირიქით, შეიძლება ხელი შეუწყოს მდგომარეობის გაუარესებას. ტყუილად მიღებული ანტიბიოტიკი საზიანოა ორგანიზმისთვის, ღვიძლისთვის, თირკმელებისთვის, სისხლისთვის. ამით, ასევე, ხელს შეუწყობთ რეზისტენტობის გაზრდას, სხვადასხვა ბაქტერია რომ გახდეს რეზისტენტული და არ დაემორჩილოს ანტიბიოტიკურ თერაპიას. შეიძლება პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აწუხებდეს და საჭირო იყოს ნაადრევი ჩარევა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩარევა მხოლოდ სპეციალისტთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ექიმმა უნდა შეაფასოს მდგომარეობა – ან სატელეფონო კონსულტაციით, ან გააკეთებინოს ამბულატორიული კვლევები და შედეგების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, მოხდეს თუ არა ანტიბიოტიკის – ეს იქნება სისხლის გამათხელებელი სტეროიდი თუ სხვა ნებისმიერი საშუალების – დანიშვნა. სხვანაირად ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. ცალსახად ვამბობ, ბინაზე პაციენტის მართვა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. კარგად მესმის, რომ ხშირად ექიმთან კომუნიკაციის პრობლემაა გადატვირთულობის გამო, მაგრამ ჩემი, როგორც ინფექციონისტის, რჩევაა – იქნებ მოახერხოთ კომპეტენტურ ექიმთან დაკავშირება და თვითნებურად არ დაიწყოთ მკურნალობა. თვითნებური მკურნალობა პაციენტების 99 პროცენტისთვის მავნებელია და არანაირი შედეგი არ მოაქვს.

როგორ მივხვდე, რომ მდგომარეობა მირთულდება?

მდგომარეობის დამძიმება რომ არ გამოგეპაროთ, სისტემატურად უნდა იზომოთ სიცხე, დააკვირდეთ სუნთქვის სიხშირეს, ტემპერატურის რეაგირებას მედიკამენტებზე.

ალექსანდრე გოგინავა, ექიმი-ინფექციონისტი:

– სატურაციის გასაზომად პულსოქსიმეტრი გამოიყენება, რომელიც თითზე მაგრდება და მის ეკრანზე ჩნდება სატურაციის და, ასევე, პულსის მაჩვენებელი. თუ პაციენტს არ აქვს ეს საზომი, კარგი იქნება, რომ ვინმემ ათხოვოს და გაიზომოს სატურაცია, რადგან ეს არის ერთ- ერთი ყველაზე ინფორმაციული და კარგი საშუალება მდგომარეობის შესაფასებლად. სახლის პირობებში აუცილებელია: სუნთქვისა და ტემპერატურის კონტროლი, რამდენად ახერხებს ავადმყოფი ტემპერატურის მართვას ბინაზე, ხომ არ არის უმართავი ცხელება? თუ ორგანიზამი სისხლის დამწევებს არ ემორჩილება, ეს ნიშნავს, რომ სიცხე უმართავია. თუ ხშირი სუნთქვა წამოვიდა, მაგალითად, თუ სუნთქვა გახშირებულია და, მოსვენებულ მდგომარეობაში, 24-ზე, 25-ზე მეტია, სატურაცია კი 90-ზე ქვევითაა, ან აქვს დისკომფორტი გულმკერდის არეში, – ეს არის ერთ-ერთი საგანგაშო სიგნალი და პაციენტს აუცილებლად სჭირდება სამედიცინო პერსონალის ჩარევა. რაღა თქმა უნდა, ზემოჩამოთვლილი სიმპტომები პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანის აუცილებლობაზე მიანიშნებს. საკმაოდ საყურადღებოა, ასევე, ცნობიერების დაბინდვა, ე. წ. ენცელოპათია. თუ პაციენტი ძილიანობს, აქვს სილურჯე ტუჩის არეში. როცა პაციენტს აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება, რომლის მართვაც ბინაზე შეუძლებელია, ასეთ დროსაც უნდა ეცადოს ადამიანი, რაც შეიძლება მალე გადავიდეს სტაციონარში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ბინაზე კოვიდის მართვა სრულიად შესაძლებელია და ხშირად არანაირი სპეციფიკური მკურნალობა – იქნება ეს ანტიბიოტიკი თუ სხვა რამ, არ სჭირდება.

გაზიარება951

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 783 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.85%-ით მატებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას აკეთებს მარტვილში გამოვლენილ ცოფთან დაკავშირებით

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფი გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 14 აპრილს, სოფელ ბანძადან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ უპატრონო ძაღლს, რომელიც საეჭვო სტატუსით, იზოლირებულად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა,...

დაწვრილებითDetails

როდიდან გამოიდარებს საქართველოში – განახლებული პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. „თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

დაწვრილებითDetails

მარტვილში ,სოფელ ბანძაში კარანტინი გამოცხადდა – ონისე ჯანაშია

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ხონში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა
მთავარი

მარტვილში, სოფელ ბანძაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სოციალუ ქსელში, სამოქალაქო აქტივისტი და გიდი, ონისე ჯანაშია წერს. მისი თქმით, ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. „მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა. 8...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ამერიკის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს. აშშ-ის საელჩო პატივს მიაგებს იმ ქართველებს, ვინც 1978 წლის 14 აპრილს წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი...

დაწვრილებითDetails

ახალი ინფორმაცია 4 წლის ბიჭზე,რომელმაც ხურდა გადაყლაპა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

დროებით ოკუპირებული გალიდან გადმოყვანილი 4 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, ბათუმში ექიმებმა მცირეწლოვანის ორგანიზმიდან გადაყლაპული ხურდა ფული წარმატებით ამოუღეს. შეგახსენებთ, შემთხვევა 11 აპრილს ოკუპირებულ გალში მოხდა. პაციენტი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

იმპერატორ თეოფილეს მეფობის პერიოდში (829-842) ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლეობის საშინელი ერესი მძვინვარებდა. იმპერატორის ბრძანებით, იმპერიის ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები ეძებდნენ გადამალულ ხატებს და ანადგურებდნენ. ნიკეის მახლობლად ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივი,...

დაწვრილებითDetails

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

კახეთში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თელავის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს - 47 წლის მამაკაცს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.  განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"