ქუთაისში კლინიკა ,,უნიქალ მედში” 62 წლის მამაკაცს შარდსადენი მილის პათოლოგიური შევიწროების პრობლემა მოუხსნეს.
პაციენტმა კლინიკას შარდვასთან დაკავშირებული ჩივილებით მიმართა. გამოკვლევებით დადგინდა რომ მას დაზიანებული ჰქონდა ურეთრის სტრიქტურა, ანუ შარდსადენი მილის პათოლოგიური შევიწროება აღენიშნებოდა.
როგორც კლინიკა ,,უნიქალ მედში”აცხადებენ პაციენტს ურეთროპლასტიკა, შარდსადენის აღსადგენი ოპერაცია დაენიშნა.
ოპერაცია კლინიკაში “უნიქალ მედი” 14 იანვარს ჩატარდა და იგი 5 საათს მიმდინარეობდა. ოპერაციის დროს გაიხსნაპაციენტის შარდსადენი მილის დორსალური ნაწილი, 12 სანტიმეტრის სიგრძეზე. გამოიცვალა სტრიქტურით დაზიანებული ურეთრის უბანი. ჯანმრთელი ქსოვილი ოპერაციის დროს პაციენტის ლოყიდან აიღეს.
უროლოგ ლევან შავლყაძეს თქმით შარდსადენი მილის შევიწროვება ხშირად გახანგრძლივებული კათეტერიზაციის შედეგია.
„ასეთი ოპერაციებით ჩვენ პაციენტებს ბუნებრივი შარდვის გზის აღდგენას ვთავზობთ“ – განაცხადა მან.
62 წლის პაციენტი,საავადმყოფოში 5 დღეს დაჰყოფს, როგორც ექიმი აცხადებს მას სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება, მანამდე კი ის კლინიკაში “უნიქალ მედი” სტაციონარულ მკურნალობას განაგრძობს.