ქუთაისში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა მკურნალობის საწოლფონდი, შეზღუდულია. ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, შევსებულია. ქუთაისის მრავალპროფილური კლინიკა ,,უნიქალ მედი”, კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროგრამაში, რამდენიმე დღეა, რაც ჩაერთო და როგორც კლინიკის დირექტორი, რეანიმატოლოგი შოთა მარუაშვილი აცხადებს, კლინიკის კოვიდ ნაწილში, მკურნალობას, ამჟამად, 25 პაციენტი გადის. პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა, საშუალო სიმძიმისაა. შოთა მარუაშვილის თქმით, ჰყავთ ორი გამოჯანმრთელებულიც, რომლებიც კლინიკიდან გაეწერნენ.
სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა – რა ხდება კახეთში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო. ადგილობრივების თქმით,...









