LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კლდეების ჩამოჭრა, მდინარის დაბინძურება – ბალდის კანიონზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია 6-ჯერ დაჯარიმდა

დაპოსტა 2023/11/28-ში
2.2k
ნახვა
გაზიარება
“კანიონი 350” ბოლო ერთ თვეში, 6-ჯერ დაჯარიმდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ – ამის შესახებ ინფორმაციას  ჯგუფი “ბალდის კანიონის გადარჩენისთვის” ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ინვესტორი კომპანიის მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები, სამუშაოების დაწყებიდან მოყოლებული დღემდე: კლდეების ჩამოჭრა, მდინარის დაბინძურება, ხეების მოჭრა, უკანონო მშენებლობა, ტერიტორიის შემოღობვა, წიაღისეულის უნებართვო მოპოვება, გამოყენება და სხვა, ჩვენს მიერ დაფიქსირებულია გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოძახებით, რის შედეგადაც მათ უწევდათ „კანიონი 350“-ის აშკარა კანონდარღვევაზე რეაგირება და შესაბამისი ოქმების შედგენა.
 20 ოქტომბერს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ ოქმები და საქმისწარმოების მასალები სრულად, რაზეც პასუხი რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, თანაც წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ ბოლო ერთი თვის მონაცემებს და კანონდარღვევების არასრულ ჩამონათვალს.
დეპარტამენტის მიერ, მათი ოფიციალური პასუხის მიხედვით, ბოლო ერთ თვეში, „კანიონი 350“-ის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის და ჩადენილი უკანონობის დაფიქსირება 6-ჯერ მოხდა და დაკისრებული ჯარიმის სავარაუდო ოდენობამ 3000 ლარი შეადგინა, რაც მცირე ნაწილია იმ უკანონობისა, რასაც ინვესტორი კომპანია ადგილობრივი ხელისუფლების და პოლიციის ხელშეწყობით ბალდის კანიონის ბუნების ძეგლზე ახორციელებს:
• კომპანიამ ოთხჯერ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც საქართველოს ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებურ დაკავებას გულისხმობს და თითოეულ შემთხვევაზე 200 ლარის ოდენობის თანხის გადახდას ითვალისწინებს.
• მათ მიერ მოხდა წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რაც იწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.
• კომპანიის მხრიდან წიაღით სარგებლობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევით განხორციელებული სამუშაოები იწვევს დაჯარიმებას 400-დან 700 ლარამდე.
 მოვითხოვთ, შესაბამისი უწყებების მხრიდან, კანონის სრული დაცვით მოხდეს ყველა კანონდარღვევაზე რეაგირება და გამოთხოვილი ინფორმაცია გადმოგვეცეს სრულად.
◘ მდინარე ეკუთვნის ხალხს!
◘ ოდაბადე არ იყიდება!” – ნათქვამია “ბალდის კანიონის გადარჩენისთვის” კგუფის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
ცნობისთის, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი 40-წლიანი იჯარით გასცა. ტერიტორია უკვე რამდენიმე თვეა შემოსაზღვრულია და სამუშაოები მიმდინარებს. ადგილზე გათვალისწინებულია ტურისტული ატრაქციების მოწყობა.  ბალდის კანიონზე კომპანია „კანიონ 350“ სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი იქნება. ადგილობრივების ნაწილი ბუნებაში უხეში ჩარევისა და ტერიტორიის დაბეტოების გამო უკმაყოფილებას გამოთგქვამს. მათი თქმით, მშენებლობა არღვევს ეკოსისტემას, ნებართვა კი გაიცა მათთან განხილვის გარეშე. ბალდის კანიონის მცველებმა 22 სექტემბერს აქცია-მსვლელობაც გამართეს, ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. 6 ოქტომბერს, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა სოფელ ბალდას მაცხოვრებლებთან, სადაც ბალდის კანიონის დაცული ტერიტორიის განვითარების პროექტისა და გეგმების შესახებ უნდა ესაუბრათ, რაც მოსახლეობამ მორიგ შეურაცხყოფად შეაფასა. 
ამავე თემაზე:

5-6 ადამიანი მირტყამდა და დანარჩენებიც განეიტრალებული ჰყავდათ – რა მოხდა ბალდაში

გაზიარება862

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
49
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
674
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
1k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
220
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
29
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
229
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
22
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
28
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
17
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
47
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».