LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კიდე და­მა­ტე­ბით ხარ­ჯე­ბი – მკაცრ რეგულაციებს, რომლების დაცვაც სალონებს მოუწევთ კრიტიკა მოჰყვა

კიდე და­მა­ტე­ბით ხარ­ჯე­ბი – მკაცრ რეგულაციებს, რომლების დაცვაც სალონებს მოუწევთ კრიტიკა მოჰყვა

დაპოსტა 2020/05/02-ში
A A
389
ნახვა
გაზიარება

სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი 8 ივ­ნი­სი­დან გა­იხ­სნე­ბა. თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ისი­ნი მუ­შა­ო­ბას გა­ნა­ახ­ლე­ბენ, გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მო­უ­წევთ.

მათ შო­რის, სა­ლო­ნებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­ცუ­ლი 2 მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია, ყვე­ლა სა­ლონს უნდა ჰქონ­დეს უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რი, რათა კლი­ენ­ტებს მომ­სა­ხუ­რე­ბამ­დე ტემ­პე­რა­ტუ­რა გა­უ­ზო­მონ. ასე­ვე, აკ­რძა­ლუ­ლია მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ერთ სივ­რცე­ში 5 ადა­მი­ან­ზე მე­ტის ყოფ­ნა.

დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ლო­ნე­ბის ფე­დე­რა­ცია ავ­რცე­ლებს:

“ვიცი, რომ ძა­ლი­ან გა­ინ­ტე­რე­სებთ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რაც 8 ივ­ნი­სი­დან უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­ლო­ნებ­ში, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი მი­ვი­ღოთ. გთა­ვა­ზობთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და მო­თხოვ­ნებს, რის მი­ხედ­ვი­თაც უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოთ.

სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი სა­შუ­ა­ლო რის­კის მა­ტა­რე­ბელ ობი­ექ­ტებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. აქვე გთა­ვა­ზობთ იმ წე­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს მარ­ტი­ვად, რო­მე­ლიც გა­წე­რი­ლია ბრძა­ნე­ბებ­ში.

  • პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოთ, არის რომ უნდა შე­იძ­ნი­ოთ უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რე­ბი, დამ­ცა­ვი ფა­რე­ბი, დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბი. ნიღ­ბე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი ისე­დაც მო­ი­პო­ვე­ბო­და სა­ლო­ნებ­ში.
  • ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­ზო­მოს სი­ცხე და აღ­რი­ცხვის ჟურ­ნალ­ში შე­ი­ტა­ნოს მო­ნა­ცე­მე­ბი
  • კა­რებ­ში უნდა იდ­გეს ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც შე­მო­სულ მომ­ხმა­რე­ბელს გა­უ­ზო­მავს სი­ცხეს, და­ა­ბა­ნი­ნებს ხელს/დე­ზინ­ფექ­ცი­ას გა­უ­კე­თებს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სხნა­რით, რო­მე­ლიც იქვე გექ­ნე­ბათ მო­თავ­სე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ყო­ვე­ლი კლი­ენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი (ტემ­პე­რა­ტუ­რა) შე­ტა­ნი­ლი იქ­ნას აღ­რი­ცხვის ჟურ­ნალ­ში
  • ხე­ლოს­ნებს შო­რის, ასე­ვე მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის მან­ძი­ლი უნდა იყოს 2 მეტ­რი
  • მომ­ხმა­რებ­ლებს უნდა ეკე­თოთ ნიღ­ბე­ბი და ხელ­თათ­მა­ნე­ბი, ხოლო ხე­ლოს­ნებს ფა­რე­ბი, ნიღ­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (მა­გა­ლი­თად, მა­ნი­კი­უ­რი, კოს­მე­ტო­ლო­გი) ხელ­თათ­მა­ნი
  • ერთ სივ­რცე­ში მაქ­სი­მუმ 5 ადა­მი­ა­ნის ერ­თად ყოფ­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.
  • ვი­საც გრძე­ლი თმა აქვს(ხე­ლოს­ნებს), უნდა და­ი­მაგ­რონ
  • აკ­რძა­ლუ­ლია მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა
  • დამ­ლა­გე­ბელ­მა ხში­რად უნდა წმინ­დოს ია­ტა­კი სა­დე­ზი­ფექ­ციო ხსნა­რით, ხოლო სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, ყო­ვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის შემ­დეგ
  • სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბის მფლო­ბე­ლებ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ავ­სოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა, სა­დაც უნდა მი­უ­თი­თოთ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­დი­ან.
  • ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებ­მა ყო­ვე­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ ტე­ლე­ფო­ნი სა­დი­ზენ­ფიქ­სა­ციო ხსნა­რით უნდა გაწ­მინ­დონ.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ეს წე­სე­ბი ჩვე­ნი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი არ არის, ეს არის მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად სხვა­დას­ხვა კო­მენ­ტა­რე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვეთ!

ჩვენ მზად ვართ, ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ნე­ბის­მი­ერ თქვენ­თა­გან­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით და გვერ­წმუ­ნეთ, ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი თან­ხვედ­რია.

პა­ტი­ვის­ცე­მით,თა­მუ­ნა შა­რა­შე­ნი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ლო­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

აღ­ნიშ­ნულ პოსტს სა­ლო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

“კიდე და­მა­ტე­ბით ხარ­ჯე­ბი, რა ღირს დის­ტან­ცი­უ­რი სი­ცხის სა­ზო­მი, 2 და 3 ლარი არ ეღი­რე­ბა რო ამ უმუ­შევ­რო­ბის შემ­დეგ ყვე­ლამ შეძ­ლოს ყიდ­ვა რა უბე­დუ­რე­ბაა ეს მა­შინ ნუ გახ­სნით სა­ერ­თოდ და ეგაა”

“ალ­ბათ დაგ­ვცი­ნით ხო? დაგ­ვი­კონ­კრე­ტეთ 2 მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ას რო­გორ და­ვი­ცავ კლი­ენ­ტთან როცა თმას ვჭრი, წარბს ვა­კე­თებ, ან ფრჩხილს? მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ­დენ მო­თხოვ­ნას რომ გვი­ყე­ნებთ, თვე­ე­ბია სახ­ლში დავ­ჯე­ქით, გა­ფორ­მე­ბუ­ლი ვართ ფიქ­სი­რე­ბულ­ზე და 51 ლარს ვიხ­დით თვე­ში (ნუ ყვე­ლა სტი­ლის­ტი ესე არ იქ­ნე­ბა ვიცი) კიდე ამ­დე­ნი ხარ­ჯი სა­ი­დან უნდა ავა­ნა­ზღა­უ­როთ?”

აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­მენ­ტა­რის ქვეშ ფე­დე­რა­ცი­ამ გან­მარ­ტა, რომ დის­ტან­ცია არა კლი­ენ­ტებ­თან, არა­მედ სტი­ლის­ტებს შო­რის უნდა იყოს და­ცუ­ლი.

“როცა სა­ლო­ნი 30 კვად­რა­ტია. ორნი ვმუ­შა­ობთ. თუ ერ­თმა სი­ცხე უნდა გა­უ­ზო­მოს. დამ­ლა­გე­ბელს და ად­მი­ნის­ტრა­ტორს თუ ავიყ­ვან. ხუთ­ნი უკვე ვიქ­ნე­ბით. კლი­ენ­ტი რო­გორ მი­ვი­ღოთ. ან ქირა რო­გორ გა­და­ვი­ხა­დო. ან 3 ახალ თა­ნამ­შრო­მელს ხელ­ფა­სი რო­გორ გა­და­ვუ­ხა­დო. ეს ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ან მე რის­თვის ვი­მუ­შაო”

“უკონ­ტაქ­ტო თერ­მო­მეტ­რი 250 დან 350 ლა­რამ­დე ღირს და ამ უმუ­შავ­რო­ბის ფონ­ზე კი­დევ ამ­ხე­ლა ხარ­ჯი რა უბე­დუ­რე­ბაა, კი­დევ მო­ი­ფიქ­რეთ რამე ისე­თი რომ სა­ერ­თოდ ვერ გავ­ხსნათ სა­ლო­ნი”

“მო­ბი­ლურს თუ არ ვუ­პა­სუ­ხეთ კლი­ენ­ტი რო­გორ მი­ვი­ღოთ?! ან ორ­მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ას ფენ­თან რა­ნა­ი­რად და­ი­ჭერ ან მა­ნი­კუ­რის კლი­ენ­ტთან, მაგ­რად გაკ­ლი­ათ სა­ცო­და­ვე­ბო”

“5 პირი მაქ­სი­მუმ რას ნიშ­ნავს უკაც­რა­ვად? ანუ 1 დამ­ლა­გე­ბე­ლი, 1 კოს­მე­ტო­ლო­გი, 1 სტი­ლის­ტი, 1 მა­ნი­კურ­შა – უკვე 5, ასე­ვე ადა­მი­ა­ნი კა­რებ­ში და მომ­ხმა­რე­ბე­ლი?? ალ­ბათ ვერ გა­ვი­გე სწო­რად” – წე­რენ სა­ლო­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

გაზიარება202

დაკავშირებული -პოსტები

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"