ქუთაისში ახალი ონლაინ პროექტის პრეზენტაცია შედგა. პროექტი ბავშვებისათვის იმ იურიდიული ცოდნის მიწოდებას ითვალიწინებს, რაც მათ საკუთარი უფლებების დაცვისათვის ჭირდებათ. ამასთან პროექტის ფარგლებში სპეციალისტები სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას მიწვდიან ბავშვის უფლებათა კოდექსის შესახებ, რომელიც ძალაში 2020 წლის სექტემრიდან შედის.
პროექტს იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს. ონლაინ შეხვდრებში ჩართვის შესაძლებლობა აპლიკაციის საშუალებით ყველა მოსწავლეს ექნება. ამასთან მემორანდუმები თანამშრომლობის მიზნით უკვე გაფორმდა ქუთაისში რამდენიმე სკოლასთან.