სახელმწიფო კანცელარიასთან, სადაც ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლილე ლიპარტელიანმა ასფალტზე დაწერა – “თავისუფლება მიშას”, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაძაბულობა პოლიციის მოთხოვნამაც გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ისინი გარკვეული ადგილიდან აქციის მონაწილეების გადასვლას ითხოვდნენ.
პოლიცია ადგილზე ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას ცდილობს










