ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად თერჯოლის მერი გამოეხმაურა
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თერჯოლის მერი და სუსის ადგილობრივი ხელმძღვანელობა რესტორანში მეთორმეტეკლასელებმა ცემეს.
“ტვ1 არ ეშვება ტყუილების გავრცელებას. ამას კიდევ უფრო კარგად მაშინ ხვდები ადამიანი, როდესაც საკუთარ თავზე გამოცდი მათ სიბინძურეს.
ტყუილის სხვა ნიუანსებს თავი რომ დავანებოთ, არა თუ მე არ შემხებია ეს ინციდენტი, რომელზეც ტვ1-ის ჟურნალისტები საუბრობენ, არამედ იქ საერთოდ არ ვყოფილვარ ინციდენტის დროს.
სხვა უამრავი ტყუილიც ითქვა, მათ შორის სუსის წარმომადგენელზე, სკოლის მოწავლეებზე, მაგრამ ეს ერთი მაგალითიც საკმარისია მიხვდეს ადამიანი, რა ხარისხის ტყუილის კადრება შეუძლიათ.”-წერს თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე
ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება
2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...










