ტალიის მესამე სამთავრობო დეკრეტის ამოქმედების შემდეგ, დეკრეტის სახელწოდებაა:
ვრჩები სახლში” ფაქტობრივად, იტალიელთა უმეტესობა უმუშევარი დარჩა.
ის ადამიანები, რომელთა სამსახურები დისტანციურ , სახლიდან მუშაობას არ ექვემდებარებიან , იტალიის მთავრობის მოწყალების იმედად დარჩნენ. მათი ძირითადი შემოსავლის წყარო, მხოლოდ ხელფასია და ამ ხელფასზე მიბმული უამრავი კომუნალური თუ სხვა გადასახადების კომპლექსი.
კოვიდ -19 ით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა , იტალიელი მოქალაქეები ორნაწილად გაყო: ვისაც დანაზოგი გადანახული ჰქონდა და ამ კრიზისის დროს, მათი ,,საკვები პროდუქტების კალათა,, ბოლომდე ივსება და, მეორე კატეგორია ის ადამიანებია, რომლებიც უბრალოდ უსახსროდ დარჩენილები, უაზროდ მიიჩნევენ, სუპერმარკეტების ქსელში, გრძელ რიგში ამაოდ ყოფნას.
სოციალურ ქსელში უკვე გაჩნდა, შემდეგი ტიპის ვიდეოკადრებიც: დაგვეხმარე სახელმწიფოვ, თორემ მერე გვიან იქნება: .ვიდეოში ჩანს აგრესიული ადამიანები, რომლებიც საჭმლის მოთხოვნით, თავს ესხმიან მაღაზიებს.
მასალა იტალიიდან ცირა შვანგირაძემ მოგვაწოდა