იტალიაში ბოლო 24-საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის შედეგად 919 ადამიანი დაიღუპა. [coronavirus-jh-dashboard height_px=”800px”][coronavirus-jh-dashboard height_px=”800px”]ეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამის მანძილზე იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 5909 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 9 134 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 86 498-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა 10 950 პაციენტი.