საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა.
მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
როგორც ომბუდსმენის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული.
“ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია.
მას არ უნდოდა გადმოსვლა მე-18 დაწესებულებაში და ის გადმოიყვანეს მანქანიდან ძალის გამოყენებით”, – განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.










