ისრაელში იუზა ფიჩხაძე გარდაცვლილა! – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ავრცელებს და ქუთაისში მის მოღვაწეობას იხსნებეს:
“აღესრულა ქუთაისიდან შორს, მეორე სამშობლოში, და თან წაიღო მშობლიური ქალაქის დიდი მონატრება, სევდა და ტკივილი. ერთხელ მანანა არონაშვილს შეუთავაზებია უკვე ასაკშეპარულ, ხელჯოხიანი იუზასათვის: მივფრინავ ქუთაისში და, თუ გინდა, წაგიყვან შენცო. ცრემლიანი უარი ამოუკვნესია: ვერა, იქ რომ ჩავალ და უკან დაბრუნების დრო მოვა, მოვკვდები, ვერ დავტოვებ მე იქაურობასო.
იუზას უსაზღვროდ უყვარდა ქუთაისი, უყვარდა გაზეთ “ქუთაისის”რედაქცია, სადაც თითქმის ყოველდღე მოჰქონდა საკუთარი წერილები, როგორც შტატგარეშე კორესპონდენტს, და დაბეჭდვის შემდეგ პირველი კითხულობდა საბეჭდი მანქანიდან ახლადჩამოსულ, ჯერაც თბილ გაზეთს; უყვარდა თეატრი, სადაც ყველა სპექტაკლს, ყველა გასტროლს, ყველა პრემიერას ესწრებოდა, პირადად იცნობდა და მეგობრობდა მსახიობებთან, რეჟისორებთან, ტექნიკურ პერსონალთან, მისი წერილების თემატიკაც ხშირად სწორედ სცენა და კულისები იყო; უყვარდა ტრიკოტაჟის ფაბრიკა, სადაც დიდი ენთუზიაზმით ხელმძღვანელობდა ლიტერატურულ წრეს და დროდადრო საწარმოო თემებზეც ამზადებდა კორესპონდენციებს; უყვარდა ქალაქის ქუჩები, ადამიანები, ყველა ხე და ყველა ყვავილი. იმიტომაც გაუჭირდა აქაურობის დატოვება. უცოლშვილოს ძმის ოჯახი ჰყავდა ძირითად დასაყრდენად და როცა ყველა ახლობელი გაემგზავრა ისრაელში, იუზამაც ვეღარ თქვა უარი, წავიდა…
წავიდა, როგორც ფეხათრეული დიდი ბავშვი, და დაგვიტოვა უამრავი მოგონება მასზე, მის საოცარ იუმორზე, მახვილსიტყვაობაზე, სახასიათო ქცევებზე, თავგადასავლებზე…იუზა მართლაც იყო ქალაქის კოლორიტი, ნამდვილი ქუთაისური იუმორის საბადო.
ერთხელ გაზეთზე ვმორიგეობდი. გვიანი იყო. უცებ რედაქციის ლიფტის კარები გაიღო და ვიღაც ღიღინით გამოუყვა ჩვენი რედაქციის გრძელ დერეფანს. მე და კორექტორმა ოთახის კარიდან გავხედეთ :იუზა იყო! სიმღერ -სიმღერით გამოემართა ჩვენკენ, ასე განაგრძო გზა, უცებ შემოტრიალდა და გვითხრა:”რა ესმოდათ მღერა ყმისა (მკერდზე მიიდო ხელი), სმენად მხეცნი მოვიდიან (ჩვენკენ გამოიშვირა მარჯვენა).
იუზა ჩემს ქორწილში თამადის მოადგილედ დანიშნეს, ისე იყოჩაღა, ხონჩაზე წამოცმული გოჭიც კი მიართვეს სუფრის ბოლოს. ამ გოჭს შინ, ტრადიციების მიმდევარ დედასთან, ხომ ვერ წაიღებდა, იუზამ თურმე სტამბის მუშებს მიუტანა და მეორე დღეს იქ დაალოცვინა ჩემი თავი.
მაქვს მისი არაერთი სახუმარო ლექსი, რომლითაც მეგობრულ თავყრილობებზე მომმართავდა ხოლმე. ერთ -ერთ ჩემს დაბადების დღეზე, რომელიც რედაქციაში გადავიხადე და თამადა იუზა იყო, ლამაზად შეფუთული საჩუქარი მომართვა ასეთი წარწერით: “გაიხსენე მუდამ გულით, /რა დროა და რა წამია; /კეთილი გულით მოძღვნილი/ ტრიკოტაჟის ნაწარმია”. მეც სიხარულით გავხსენი უამრავი ხალხის თვალწინ ეს პაკეტი და… ტრიკოტაჟის
ტრუსი შემრჩა ხელში! ახარხარებული აუდიტორიის წინ კი იუზამ ახლა ულამაზესი სვიტერი გადმომცა საჩუქრად.
ეეჰ, რამდენი რამ მაგონდება ახლა… მახსენდება დიდი, ლამაზი ასოებით მოქარგული მისი წერილები, რომელთაც მე მაძლევდნენ ხოლმე რედაქტირებისათვის, მაგონდება ჩვენი მხიარული ხუმრობები მის მელოტ კეფაზე უცნაურად დამაგრებულ “თმა -ტალავერთან” დაკავშირებით; ფეროვან – გაჟინჟღილებულ სახეზე ანთებული მისი უშველებელი თვალები, რომლებიც ისე ემოციურად გამოხატავდნენ ტკივილსა თუ სიხარულს.
ისრაელში რამდენიმე წლის წასული იყო, რომ დამირეკა და დაბადების დღე მომილოცა. “მიმინოს” გმირს, ვალიკო მიზანდარს რომ თელავივიდან ებრაელი კაცი ურეკავს შემთხვევით და ყურმილს არ ადებინებს, ისეთი ცრემლები ღვარა იუზამაც. აღარ უნდოდა საუბრის დასრულება, ისიც ზუსტად ისე მეკითხებოდა: თეატრში სპექტაკლები არის, სპექტაკლები? თეთრ ხიდზე ხალხი დადის? ქუჩებში რა ხდება, ნაცნობები, მეგობრები მიხსენებენ? მეკითხებოდა და ტიროდა….
იმ ცრემლებით წავიდა იუზა.” – წერს ნანული ცხვედიანი.
,, _აუუუუუუუუუ დედაჩემი მირეკავს ამ წუთას . ფოთშია ახლა და სახლში ზის, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ფეხბურთზე. მიყვება: ვიჯექი მშვიდად,არხეინად . ვსვამდი ჩაის , ვუყურებდი ფილმს და ჩამთვლიმა. ამ...
როგორც ქორწინების, ისე განქორწინების მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის...
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2050 წლისთვის კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა 77%-ით გაიზრდება, რაც დაახლოებით 18,5 მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს რიცხვი დაავადების შემთხვევების თითქმის ორმაგ ზრდას ნიშნავს, მაშინ, როცა...
ქუთაისის ცენტრში, “საქართველოს ბანკის” ფილიალთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა ბანკებს სესხებზე პროცენტის დაკლებას მოითხოვს. მოძრაობა “ხმა ერისას” წარმომადგენლების თქმით, მაღალი პროცენტის გამო მოსახლეობა სესხებს ვერ იხდის და იძულებული არიან ქვეყანიდან წავიდნენ.
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია - ინფორმაციას ამის შესახებ უწყება თავად ავრცელებს. მათი ცნობით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან...
2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 პროცენტით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (12 229 კაცი), ხოლო...
ბაკურიანში, თოვლის მასამ 1 ადამიანი მოიყოლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მაშველები და მიმდინარეობს ძებნა-შველის ოპერაცია. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები...
2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.0 პროცენტით - მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. 2023 წელს,...
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. საქსტატის განმარტებით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის...
დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის...