ისრაელიდან, სადაც ახლა ფაქტობრივად, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში იზრდება როგორც ტურისტების რაოდენობა, ამასთან, მატულობს ფულად გზავნილებიც.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობით ისრაელი წელს მე-4 ადგილზეა.
2023 წლის 2 კვარტალში ისრაელიდან 106 530 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 84 577 ათასი ადამიანი. შედეგად 2022 წელთან შედარებითი ზრდამ 26% შეადგინა, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა 29%-ია.
ტურიზმის მსგავსად, ისრაელი მე-7 ადგილზეა ფულადი გზავნილებითაც. 2023 წლის ბოლო მონაცემებით იანვარ-აგვისტოში ისრაელიდან 141.320 მლნ აშშ დოლარამდე გადმოირიცხა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 129.900 მლნ დოლარამდე. აქ ზრდა თითქმის 8,8%-ია.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას უცხო ქვეყნებში, ისრაელი 7 ადგილზეა, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 1 031 მოქალაქეა.









