“ფიზიკურად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ისევ ბავშვივით მიხარია ფეხბურთის თამაში. დრო მექნება მოსაფიქრებლად და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას მწვრთნელები და ფედერაციის ხელმძღვანელობა” -თქვა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის შესაძლო დასრულებაზე
თბილისში ბავშვს დენმა დაარტყა
თბილისში, ნაძალადევის რაიონში ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მეორე ძმობის ქუჩაზე მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტოთაა შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე უცნობია დაშავებულის მდგომარეობა.










