ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებს შეხვდა. ქალბატონების- ლილი კერვალიშვილის, ნელი მჭედლიძე-ნიკიტინის და ციალა ჯაილოვას შვილები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ. ” დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას და განსაკუთრებულად დედებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- შვილების სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ამ ქალბატონების შვილების , ჩვენი თანაქალაქელი გმირების ხსოვნას ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. მხნეობა მინდა ვუსურვო დედებს, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში გვეცხოვროს!”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ქალაქის მერმა გმირების დედებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
წყალწითელაზე ახალაგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო
წყალწითელაზე ახალაგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც მოქალაქეები წერენ შემთხვევა გუშინ წყალწითელას ხიდთან მოხთა. გარდაცვლილია 27 წლის მაღლაკელი მამაკაცი. ,,საშინელი ადგილია, მოკლედ წელი არ გავა რომ მანდ მსხვერპლი...










