აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ კორონავირუსის ინდურ შტამს შეუძლია ბევრად მძიმე დაავადებების გამოწვევა, ვიდრე სხვა შტამებს. NBC-ის ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ ინდური შტამი უფრო მომაკვდინებელია.
ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეს სახეობა კლინიკურად უფრო მძიმე გართულებებს იწვევს, რაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს ზრდის.