ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინდო – ქართულმა საბჭომ IGRC (აიჯიერსი) რვა ქალს მათი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნიკა და ინვენტარი გადასცა. დამწყებმა ქალმა მეწარმეებმა კოვიდპანდემიის გამო საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს, საქველოქმედო ორგანიზაცია კი მათ ხელსაწყოებით დაეხმარა. პროგრამის მიზანია ქალების ეკონომიკური გაძლიერება. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი შივამ შარმა ამბობს, პროექტი ერთი თვის წინ დაიწყო და ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ მეწარმე ქალს დაეხმარება.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება
საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...









