ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 323,144-ით გაიზარდა. ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 2,771 ადამიანი ემსხვერპლა.
ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198,000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.











