LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი 2 სპორტსმენია “ქართული ოცნების” სიაში” – ალეკო ელისაშვილი

ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები – არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება – ალეკო ელისაშვილი

დაპოსტა 2026/10/07-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ – იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს, – ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, „ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას“.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.

პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.

აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.

ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.

ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე. თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით“, – წერს წერილში ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ტატო გრიგალაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
მთავარი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს. მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა მეოთხედფინალში სლოვენიელი ნასე ჰერკოვიჩი დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად სერბ მიხაილო სიმინს...

დაწვრილებითDetails

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა – ჯანდაცვის მინისტრი

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე ფაქტს ასე ხსნის: „იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არის გაუმჯობესებული“. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების...

დაწვრილებითDetails

რუსეთში აშშ-ს საელჩომ შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
რუსეთში აშშ-ს საელჩომ შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა
მთავარი

რუსეთში აშშ-ს საელჩომ ციმბირში პნევმონიური ჭირის სავარაუდო აფეთქებასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის გაფრთხილება გამოსცა. "აშშ-ს საელჩოსთვის ირკუტსკის ოლქის პრესაში გავრცელებული ინფორმაცია პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის შედეგად ერთი პირის გარდაცვალების, აგრეთვე ირკუტსკში მასთან...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტარებმა, ევროკომისიას “ოცნების” ლიდერების წინააღმდეგ უფრო მკვეთრ ნაბიჯები გადადგმა მოითხოვეს

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
კანადამ რუსეთის 42 ფიზიკურ და 21 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
მთავარი

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა საგარეო კომიტეტზე გაფართოების კომუნიკე წარადგინა. საუბარია დოიკუმენტზე, სადაც საქართველოზე საუბარი არ არის. კოსის განცხადებით, ევროკომისიამ გაწევრიანების პროცესში ოთხი მოწინავე კანდიდატი – მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა...

დაწვრილებითDetails

ბავშვებში კოკსაკის ვირუსის აქტიურობა მაღალია – ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
“გრი­პი გავ­რცე­ლე­ბის მი­ხედ­ვით მაქ­სი­მა­ლურ ციფრ­ზეა”-ივა­ნე ჩხა­ი­ძე
მთავარი

ოქტომბერი ბოლო თვეა, როდესაც კოკსაკის ვირუსის აქტიურობა მაღალია -კოკსაკის ვირუსის მართვა ხდება დამხმარე თერაპიით - სიცხის საწინააღმდეგო საშუალებებით, სითხის მიღებითა და კანის მოვლით, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური...

დაწვრილებითDetails

2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის...

დაწვრილებითDetails

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პაციენტებზე გაცემა – კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენაზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები დადებითად...

დაწვრილებითDetails

ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ფინალშია
მთავარი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრო დღეს, პირველი გამარჯვება მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ). მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა პირველ წრეში დაისვენა, მეორე ეტაპზე კი არაბეთის...

დაწვრილებითDetails

ხიდი ჩაინგრა და მანქანა მდინარეში ჩავარდა – მძიმე ავარია ფშავში

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
ხიდი ჩაინგრა და მანქანა მდინარეში ჩავარდა – მძიმე ავარია ფშავში
მთავარი

ფშავში, სოფელი კანატიასთან ხიდი ჩაინგრა და მანქანა მდინარეში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანის მძღოლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაწვრილებითDetails

თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა – ჩვენთვის არავითარი რისკი არაა – პაატა იმნაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 7, 2026
0
თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა – ჩვენთვის არავითარი რისკი არაა – პაატა იმნაძე
მთავარი

თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა, - ასე ეხმაურება “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"