,,ბევრი მოსაზრება გამოითქვა, თუ რატომ გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა ის ცნობილი განცხადება.
ჩემი აზრით ამ განცხადებას აქვს ორი მდგენელი:
1/ პიროვნული – პოლიტიკიდან საბოლოოდ წასვლით ივანიშვილმა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების წინაშე აიღო პასუხისმგებლობა და ვალდებულება, მან პასუხისმგებლობა და ვალდებულება აიღო იმ გავლენიანი მსოფლიო ისტებლიშმენტის წინაშეც, რომელსაც ეკუთვნის. არ დაგავიწყდეთ, რომ „ფორბსის“ მილიარდერთა კლუბის წევრია და ეს რასაც ნიშნავს, აქ ახსნას არ დავიწყებ. იმ წრეში კი სიტყვას ძალიან დიდი ფასი ადევს. ივანიშვილს დააბრალეს პოლიტიკაში ფარულად მონაწილეობა და ახალი პოლიტიკური პროექტის შექმნა, რაც ბუნებრივია ურტყამდა მის ავტორიტეტსა და იმიჯს.
2/ პრაგმატული – გახარიას ქმედებებმა და მის ირგვლივ განვითარებულმა პერიპეტიებმა, ივანიშვილს სხვა არჩევანი არ დაუტოვა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის უბრალოდ ვალდებული იყო გაეკეთებინა ეს განცხადება.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
15 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი,...










